აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარიზში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უკრაინის მხარდაჭერიასა და ისრაელი-ჰამასას კონფლიქტის შესახებ. იუწყება AFP
ოფიციალური პირების ცნობით, სახელმწიფო მდივანი და საფრანგეთის ლიდერები განიხილავენ საერთაშორისო კონფერენციის შედეგებს, რომელიც თებერვალში გაიმართა პარიზში, რათა უზრუნველყონ უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა.
აღნიშნულია, რომ ბლინკენი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან სეჟურნესთან.
როგორც AFP იუწყება, ორივე მხარე უკრაინის მხარდაჭერის „ინტენსიფიკაციის“ მომხრეა
ამავდროულად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეჟურნე და ბლინკენი განიხილავენ ნატო-ს სამიტის მომზადების საკითხს, რომელიც ივლისში ვაშინგტონში იმართება, ასევე ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და სუდანში არსებულ კრიზისებს.
მანამდე აშშ-ისსახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბლინკენი შეხვდება მაკრონს, სეჟურნეს და სხვა ფრანგ ოფიციალურ პირებს, რათა განიხილონ საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად.