აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმეზე 175 მილიონი დოლარის გირაო გადაიხადა. იუწყება CNN
ტრამპის აზრით, ამ გზით მან თავიდან აიცილა აქტივების ჩამორთმევა, რაც იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ის საჭირო თანხას არ შეიტანდა.
მანამდე ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ და ათი დღე მისცა, შემცირებული გირაოს - 175 მილიონი დოლარის გადასახდელად.
ტრამპს 464 მილიონი დოლარის გირაო უნდა გადაეხადა.
დვოკატებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა 464 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაფარვას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფინანსურ კომპანიას მიმართა დახმარებისთვის.
ამასთან, ტრამპის წინააღმდეგ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის პროცესი 15 აპრილს დაიწყება. ეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის პირველი სისხლის სამართლის პროცესი იქნება.