სირიაში ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წევრი დაიღუპა. ინფორმაცია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. იუწყება BBC
დაღუპულთა შორის არის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, ასევე მისი მოადგილე, გენერალი მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი.
სირიის მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაგამანადგურებელმა ირანის საკონსულოზე დარტყმები გოლანის მაღლობების მხრიდან განახორციელა. სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება, თუმცა რამდენიმე რაკეტამ მაინც მიაღწია მიზანს და მთელი შენობა გაანადგურა.
ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ინფორმაციაზე კომენტარს არ გააკეთებენ.