ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია ირანის საკონსულოს შენობა, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი არიან დაშავებულები.
Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა შორის არის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უფროსი მეთაური, გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი და რამდენიმე ირანელი დიპლომატი.
სირიის მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაგამანადგურებელმა ირანის საკონსულოზე დარტყმები გოლანის მაღლობების მხრიდან განახორციელა. სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება, თუმცა რამდენიმე რაკეტამ მაინც მიაღწია მიზანს და მთელი შენობა გაანადგურა.
ამასთან, AFP-ის ინფორმაციით, დაიღუპა 6 ადამიანი.
ამჟამად ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.
ისრაელის მხარეს მომხდართან დაკავსირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.