მედიის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამხრეთ პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. სტიქიამ ასევე გამოიწვია მატერიალური ზიანი.
ორშაბათს ღამით ქარი გაძლიერდა. მთის საკურორტო ქალაქ ზაკოპანეს რაიონში საათში 100 კმ-ს გადააჭარბა. ქარმა ხეები მოგლიჯა და ერთ-ერთი სასტუმროს სახურავი გადახადა.
უამინდობის გამო პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს აუცილებლობის გარდა საცხოვრებელი სახლები არ დატოვონ.
ტატრას მთებში ტურისტული ბილიკები დასაბაგიროები დაიკეტა. ასევე გაუქმდა ტრადიციული სათხილამურო შეჯიბრებები.
ქალაქის ერთ-ერთ უბანში მოძრავ მანქანას ხე დაეცა, რის შედეგადაც მძღოლი - 23 წლის ქალი დაიღუპა. სხვა ადგილას ეკლესიიდან გამოსულ ოჯახს ხის ტოტი დაეცა და ცხრა წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ქალაქ რაბკა-ზდრუიში სამი ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი, ხის დაცემის შედეგად დაიღუპა.