თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბარში ერდოღანმა რუტეს ესაუბრა მოლოდინებზე, რომელიც თურქეთს ახალი გენერალური მდივნისგან ექნება.
თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის კანდიდატს, მარკ რუტეს განუცხადა, რომ ახალი გენერალური მდივანი საუკეთესოდ უნდა ემსახუროს ალიანსის წევრების უსაფრთხოებასა და ინტერესებს ტერორიზმსა და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, ასევე უნდა გააძლიეროს ალიანსის ერთიანობა.
თურქეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც შეიძლება გახდეს დაბრკოლება რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებისთვის.