დაღესტანში მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის დამფინანსებლები დააკავეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაღესტანში დაკავებულები მონაწილეობდენ „კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის დაფინანსებაში. დაკავებულია ოთხი ადამიანი.
ეფ-ეს-ბეს განცხადებით, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ 22 მარტს მოსკოვის საკონცერტო დარბაზში განხორციელებული ტერაქტთან კავშირში მყოფი პირების დაფინანსებაში.
ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, ერთ-ერთმა დაკავებულმა დაკითხვაზე აღიარა, რომ მახაჩკალიდან მოსკოვის ოლქის ქალაქ მიტიშცში ტერორისტებისათვის იარაღი ჩაიტანა.
ამის გარდა რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ოთხი დაკავებული ასევე ტერაქტს გეგმავდა ქალაქ კასპიისკში.