ისრაელის თავდავის ძალებმა ღაზის სექტორში, „ალ-შიფას“ საავადმყოფოდან სამხედროები გაიყვანა. საავადმყოფოს ტერიტორიაზე ორი კვირის განმავლობაში სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა, რის შედეგადაც კლინიკის დიდი ნაწილი დაინგრა.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ. რომ ოპერაციის დროს სამხედროებმა გაანადგურეს ტერორისტები, აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით იარაღი და დაზვერვის დოკუმენტები. მათივე განცხადებით, თავიდან აიცილეს ზიანი მშვიდობიან მოსახლეობას, პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან „ჰამასის“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაურები.
სააადმყოფოს ტერიტორიაზე ისრაელის ძალების რეიდი მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ჰამასის“ მებრძოლები ალ-შიფას იყენებდნენ თავდასხმების განსახორციელებელ ბაზად. „ჰამასი“ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.