რუსეთის ქალაქ ვორონეჟის ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, გამოძიების ვერსიით, კაფეში ყუმბარა შეაგდეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან აფეთქება დილის საათებში მოხდა, როდესაც დაწესებულებაში არავინ იმყოფებოდა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.
„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ რუსეთში ცენტრალური აზიიდან ჩასული მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიურმა განწყობებმა იმატა, ვინაიდან ტერაქტის საქმის ფიგურანტები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
მედიის ინფორმაციით, ტაჯიკ მიგრანტებს შორის რუსეთის დატოვების მსურველთა როდენობა დღითიდღე იზრდება.