22 წლის სტუდენტი ოლეგ ტარასოვი უნივერსიტეტიდან მას შემდეგ გარიცხა, რაც ცნობილი გახდა, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში Wi-Fi-ის ქსელის სახელისთვის მან ლოზუნგი Slava Ukraine! გამოიყენა. ამის შესახებ გამოცემა "მედუზა" იუწყება.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 22 წლის სტუდენტი ოლეგ ტარასოვი უნივერსიტეტიდან მას შემდეგ გარიცხა, რაც ცნობილი გახდა, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში Wi-Fi-ის ქსელის დასახელებისთვის მან ლოზუნგი Slava Ukraine! გამოიყენა
მოსკოვის ნიკულინის სასამარლთომ მარტის დასაწყისში ტარასოვი „ექსტრემისტული სიმბოლიკის“ დემონსტრირებაში დაადანაშაულა და 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მედიის ცნობით, ტარასოვმა 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა ახალი როუტერი და ჩართვისას ქსელის დასახელებისთვის გამოიყენა Slava Ukraine! ლოზუნგი რუსეთში "ფაშისტური" ორგანიზაციებისა და სიმბოლიკების რეესტრშია შეტანილი.