თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დაბა თიანეთის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტი თავდაპირველად ადგილობრივი შემსრულებლების მიერ 1600 საათზე დაიწყება, ხოლო 1800 საათზე კონცერტს შემოუერთდებიან ესტრადის ვარსკვლავები: ლექსენი, სოფო ბედია, ბორის ბედია, ქეთი გომართელი, ნინი შერმადინი, მარკუს მეტრეველი, ქეთი ორჯონიკიძე და მოცეკვავეები. K
საახლაწლო ღონისძიებას თამუნა გომართელი წარუძღვება. აქვე მოხდება 24 დეკემბერს, დაბა თიანეთში ჩატარებული კონკურსის ,,მე მიყვარს თიანეთი"- ს გამარჯვებულების დაჯილდოვება. K
Kკონცერტის დასასრულს კი დაბაში გრანდიოზული საახალწლო ფეიერვერკი მოეწყობა.