თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" (RPP) წარმომადგენლები ლიდერობენ.
წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ ამარცხებს თავის კონკურენტს, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიიდან "სამართლიანობა და აღორძინება“. არჩევნები თურქეთში 31 მარტს გაიმართა.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქია, მოქმედმა მერმა მანსურ იავასმა, რომელიც ერდოღანის ოპოზიციაშია, ასევე გამოაცხადა გამარჯვება კონკურენტზე პარტიიდან „სამართლიანობა და აღრძინება“ (AKP) საარჩევნო უბნების დახურვიდან სამი საათის შემდეგ.
წინასწარი მონაცემებით, იმამოღლუმ მიიღო ხმების 50%, ხოლო „სამართლიანობისა და აღორძინების" კანდიდატმა ერდოღანის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა მურათ ქურუმმა - 41,26%.
სახელმწიფო სააგენტო Anadolu-მ ასევე გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები, რომლის თანახამდ, ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტია" ლიდერობს ქალაქებში იზმირში, ბურსაში, ანტალიასა და ადანაში.
წინასწარი შედეგების მიხედვით, "სახალხო რესპუბლიკური პარტია" ლიდერობს მთელ ქვეყანაში ხმების თითქმის 39%-ით, რაც პირველი ასეთი შედეგია 35 წლის განმავლობაში.