რუსეთის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"22 მარტს ქალაქ კრასნოგორსკში ჩადენილი სისხლისმღვრელი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, ბოლო პერიოდში არაა პირველი ტერაქტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები აჩვენებს, რომ ამ დანაშაულის ყველა კვალი უკრაინამდე მიდის." – წერია განცხადებაში.
რუსეთი მოითხოვს, უკრაინამ დაუყოვნებლივ დააკავოს პირები, რომლებიც ამ ტერაქტებში მონაწილეობდნენ და გადასცეს მათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას გადასცა მოთხოვნა „უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, ვასილი მალიუკის დაუყოვნებლივი დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ, ასევე ყველა იმ პირის, რომელიც მონაწილეობდა ბოლო ტერაქტებში“.