მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროსთან გამართულ მობილიზებულთა ცოლების აქციაზე გამოცემა SOTAvision-ის ჟურნალისტი ანა სლივა დააკავეს.
თავდაცვის უწყებასთან გამართულ აქციაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებასც გამოტანილი ჰქონდათ პლაკატი „მობილიზებულების სახლში დაბრუნების დროა“. პოლიციას ისინი არ დაუკავებია.
გამოცემა „მედიაზონის“ ცნობით, სლივა რეგულარულად ესწრება მსგავს საპროტესტო ღონისძიებებს. ბოლოს პოლიციამ ის 24 თებერვალს დააკავა, როცა ჟურნალისტი კრემლის კედელთან უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მობილიზებული ცოლების აქციას აშუქებდა.
რამდენიმე დღით ადრე მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკავა SOTAvision-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი, ანტონინა ფავორსკაია, „ექსტრემისტულ ორგანიზაციაში“ მონაწილეობის ბრალდებით.
ჟურნალისტს ნავალნის ფონდისთვის მასალების მოგროვება, ვიდეოების დამონტაჟება და წარმოება ედება ბრალად. ნავალნის ფონდი რუსეთში "ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ არის გამოცხადებული.
ჟურნალისტს 6 წლმდე პატიმრობა ემუქრება.