საფრანგეთი უკრაინას ასეულობით ჯავშანტრანსპორტიორს და საჰაერო თავდაცვის რაკეტას მიაწვდის. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ გამოცემა La Tribune-თანინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ VAB-ის ჯავშანტრანსპორტიორები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯარისკაცების მობილობის უზურუნვესაყოფად. „2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში ჩვენ გადავცემთ ასობით ასეთ ჯავშანტრანსპორტიორს“, - დასძინა მან.
ამჟამად საფრანგეთი 40 წელზე მეტი ხნის VAB-ისჯავშანტრანსპორტიორების ანაცვლებს, თანამედროვე Griffon-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებით. "ძველი მოდელების გამოყენება მაინც შესაძლებელია", - აღნიშნა ლეკორნუმ.
გარდა ამისა, პარიზი კიევს მიაწვდის Aster-30-ის ტიპი რაკეტებს SAMP/T-ის თვდაცვის სისტემებისთვის.
უკრაინამ არაერთხელ გააფრთხილა თავისი მოკავშირეები, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი ფინანსური და სამხედრო დახმარება.
ვაშინგტონში ამჟამად შეფერხებულია 60 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება.
საფრანგეთს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ უკრაინას გერმანიასთან შედარებით მცირე სამხედრო დახმარება უწევს.