რუსეთის მართლმადიდებულური ეკლესიის ყველა მღვდელმსახურს მოსკოვის საპატრიარქომ გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვს ყოველდღე აღავლინონ ლოცვა და ღმერთს სთხოვონ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება. ამის შესახებ ჟურნალისტი ქსენია ლუჩენკო ტელეგრამ-არხზე წერს.
ლოცვაში ნათქვამია, რომ რუსეთს თავს დაესხნენ იმისათვის, რომ „გაეყოთ და გაენადგურებინათ ერთიანი ხალხი“. პატრიარქი კირილი ღმერთს სთხოვს, დაიცვას ჯარისკაცები და "სამშობლოს სხვა დამცველები" სიკვდილისგან, ტკივილისგან და დატყვევებისგან, მიანიჭოს მათ "გამარჯვება" და ასევე დააბრუნოს იძულებითი ემიგრანტები ქვეყანაში.
„პირველად ვხედავთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს შიდა ეკლესიის მხარდაჭერას ომისთვის. და ამის შეუსრულებლობის გამო მღვდლებს ათავისუფლებენ“, - ამბობს ქსენია ლუჩენკო.
იანვარში, რუსეთში სასულიერო პირს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა, მსახურება აუკრძალეს. დეკანოზი ალექსეი უმინსკი მოსკოვის ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენეს.
ალექსეი უმინსკი ხოხლის მაცოცხლებელი სამების ეკლესიის წინამძღვარი 1993 წლიდან იყო.
2022 წლის თებერვალში უმინსკიმ თქვა, რომ მას აქვს "ცალსახა" დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ: "მე არ შემიძლია ამ სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა. ვლოცულობ მშვიდობისთვის, ვლოცულობ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაშავდეს".
ამის შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა დეკანოზ უმინსკის წოდება აღუდგინა დამან მსახურება ევროპის ერთ-ერთ სამრევლოში დაიწყო.