გაერო-ს სამი დამკვირვებელი და თარჯიმანი სამხრეთ ლიბანში ჭურვის აფეთქების შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების პრესსამსახური იუწყება.
მისიის სპიკერის, ანდრეა ტენენტის თქმით, გაერო-ს თანამშრომლები დაიჭრნენ ჭურვის შედეგად, რომელიც მათ მახლობლად აფეთქდა, როცა ისრაელი-ლიბანს გამყოფი „ცისფერი ხაზის“ პატრულირებისას. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მომხდართან კავშირი არ აქვთ.
ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ნორვეგიის მოქალაქეა. ლიბანის სახელმწიფო სააგენტო NNA-ს ცნობით, კიდევ ორი, ავსტრალიისა და ჩილეს მოქალაქეები არიან, ხოლო თარჯიმანი ლიბანის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაშავებული ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
გაეროს დროებითი ძალები ლიბანში განლაგებულია ისრაელთან საზღვარზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1978 წლის რეზოლუციის შესაბამისად. 2013 წლის მონაცემებით, იქ საერთაშორისო ჯარების საერთო რაოდენობა 15 ათასი ადამიანი იყო. მათგან 10 ათასზე მეტი სამხედროა. სამშვიდობოების მთავარი ამოცანაა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ესკალაციის თავიდან აცილება.