მოედანზე სამნი ვიდექით - მუსლიმანი, კათოლიკე და მართლმადიდებელი და ღმერთს გამარჯვებას შევთხოვდით, - ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე „იმედის“ ეთერში პენალტების დროს გადაღებულ კადრზე საუბრობს, რომელშიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვილი სანიოლთან დამის თანაშემწესთან ტუნისელ ადელ ჩედლთან ერთად ჩანს.
„ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამარჯვების გარეშე მოედნიდან არ უნდა გავსულიყავით. ეს იყო თითოეული ადამიანის რწმენა. ის მომენტი, როდესაც ბუდუ ზივზივაძემ თავგანწირული ნახტომი გააკეთა, ეს იყო მთლიანად საფეხბურთო გარემო, რომელსაც ყველა ერთად ვქმნიდით. თავგანწირვის გარეშე ეს გამარჯვება არ მოვიდოდა. სწორედ ეს გვჭირდებოდა, სჭირდებოდა ქართველ ხალხს“, - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.