მედიის ცნობით, ნიდერლანდების ქალაქ ედეში, კაფეში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა. პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც კაფეში მძევლები აიყვანა. მანამდე მან კაფიდან ოთხი მძევალი გაათავისუფლა.
მანამდე პოლიციამ განაცხადა, რომ ვერ ხედავდნენ რაიმე მინიშნებას, რომ მძევლების აყვანა ტერორიზმთან იყო დაკავშირებული.
მძევლების აყვანის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ედეს მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომსაზოგადოებისთისთვის დეტალებს გაავრცელებენ.
აჟამად, მერიაშიც და პოლიციაშიც ადასტურებენ, რომ მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულებულია.