უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პირველი თანაშემწე სერჰიი შეფირი და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა. იუწყება უკრაინული მედია.
შეფირის გარდა, ასევე გათავისუფლდნენ ზელენსკის მრჩევლები მიხაილო რადუცკი, სერჰიი ტროფიმოვი და ოლეჰ უსტენკო.
ზელენსკიმ ასევე დაითხოვა მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლები ნატალია პუშკარევა და ალიონა ვერბიცკაია.
როგორც უკრაინული მედია წერს, სერჰიი შეფირი ზელენსკის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო. მათ ერთად შექმნეს სტუდია „კვარტალი 95“.