ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, 31 წლის ქალმა საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში გაიკეთა. მთავრი არხის ინფორმაციით, მშობიარე ქალის ადგილზე მკურნალობა ვერ მოახერხეს და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკა "ბაუში" გადაამისამართეს. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კლინიკა "ბაუში" აცხადებენ, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.