უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია. სამუშაოებს ართულებს ძლიერი ქარი, მიუვალი ადგილი და თოვლის დიდი მასა, რის გამოც ტერიტორიაზე ტექნიკა ვერ მუშაობს.
არსებული ცნობებით, 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე მეგობრებთან ერთად თოვლმავალით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მთას თოვლის მასა მოწყდა და მოიყოლა. ის ბაკურიანში ცნობილი „ამირანის პარკის“ და სასტუმროს მფლობელია.