უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ისევ შეუტიეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 12 დრონიდან 9 გაანადგურა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობებით, 30 მარტის ღამეს მტერმა დონეცკის ოლქს ოთხი საზენიტო მართვადი რაკეტებითა და დრონებით დაარტყა.
უკრაინის ძალებმა 12 დრონიდან 9 ხერსონის, ოდესის, დნიპროპეტროვკისა და პოლტავის ოლქების საზღვრებში გაანადგურეს.
„ამ ღამით, მტერმა დრონებით ტერორი განახორციელა სამხრეთ და სამხრეთ- აღმოსავლეთის რეგიონების წინააღმდეგ. მტრის სამიზნე იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. საჰაერო თავდაცვის ძალების საბრძოლო მუშაობა სამ საათს გაგრძელდა“, - განაცხადეს უკრაინის თავდაცვის ძალებში.
რუსულმა დრონებმა სამიზნეებს ვერ მიაღწიეს. თუმცა დნიპროპეტროვსკის ოლქში დრონის ნამსხვრევები ელევატორის ტერიტორიაზე ჩაცვივდა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. სამხედროების ცნობით, რუსეთის დარტყმებს ნგრევა არ მოჰყოლია.