მედიის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებმა სტავროპოლის მხარეში აღკვეთეს ტერორისტული თავდასხმა, რომლის განხორციელებასაც, სავარაუდოდ ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის სამი მოქალაქე გეგმავდა.
სპეცსამსახურების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას აფეთქების მოწყობას გეგმავდნენ.
ეფ-ეს-ბეში აცხადებენ, რომ დაკავებულთა საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის კომპონენტები და ქიმიური ნივთიერებები და სხვა ელემენტები.
სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს ეჭვმიტანილების დაკავების ამსახველი ვიდეოც.