მედიის ცნობით, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს მომღერალ ალა პუგაჩოვას „უცხოელ აგენტთან აფილირებულ პირად“ აღიარების შესახებ.
დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ ცნობილ პროსახელისუფლო აქტივისტ ვიტალი ბოროდინზე დაყრდნობით. მანამდე ბოროდინმა ასევ მოითხოვა პუგაჩოვას „უცხოელ აგენტად“ აღიარება.
ამასთან, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არაფერი სმენია პუგაჩოვას „უცხოელ აგენტად“ შესაძლო აღიარების შესახებ.
27 მარტს, ტელეარხი RT, ბოროდინზე დაყრდნობით, მომღერლის "უცხოელ აგენტად" აღიარების პროცედურის დაწყების შესახებ იუწყებოდა. Telegram-არხმა Shot-მა დაწერა, რომ ალა პუგაჩოვას შესაძლოა "მიენიჭოს" შესაბამისი სტატუსი მის იუბილეზე. 15 აპრილს მომღერალს 75 წელი უსრულდება.
მარტის დასაწყისში ალა პუგაჩოვამ თქვა, რომ ”ნორმალური ხალხი არ აპირებს დაბრუნებას {რუსეთში}”. ამგვარად, მან უპასუხა მომღერალ სტას მიხაილოვს, რომელმაც თქვა, რომ „წასული არტისტები მუხლებზე ფორთხვას დაიწყებენ და რუსეთს ფეხებზე აკოცებენ “.
2022 წლის სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ ალა პუგაჩოვას ქმარი, მაქსიმ გალკინი, "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა. ხელისუფლების განცხადებით, თითქოს ის იღებდა დაფინანსებას უკრაინიდან „პოლიტიკური საქმიანობისთვის“.