29 მარტის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასშტაბური იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
„უკრენერგოს“ ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანდა თბო და ჰიდროელექტროსადგურები. დნიპროპეტროვსკში ერთ-ერთ ობიექტზე იერიშისას დაშავდა ერთი ადამიანი. უკრაინელებმა ღამის განმავლობაში რეგიონში 12 რაკეტა და დრონის ჩამოაგდეს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშჩენკოს თქმით, ოკუპანტებმა დაარტყეს დნიპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასკის ობიექტებს. მიმდინარეობს შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.