სირიის ქალაქ ალეპოზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, მათ შორის ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ხუთი წევრი. იუწყება Reuters
სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა, მას შემდეგ, რაც 29 მარტს, გამთენისსას, ისრაელმა და მებრძოლთა დაჯგუფებებმა ალეპოზე თავდასხმები განახორციელეს.
მათივე განცხადებით, ისრაელმა ავიადარტყმები მიიტანა ალეპოს რამდენიმე რაიონზე.
საჰაერო თავდასხმები დაემთხვა დრონებით თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა იდლიბიდან და ალეპოს დასავლეთით მდებარე რაიონებიდან, რომლებიც სამინისტროს თქმით, განხორციელდა "ტერორისტული დაჯგუფებების" მიერ.