ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლთან ახლოს რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა მიხაილ როზვაჟაევმა განაცხადა.
მისივე თქმით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. ადგილობრივმა Telegram-არხებმა გამოაქვეყნეს ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის ვარდნის ამსახველი ვიდეო. "სევასტოპოლში რუსმა სამხედროებმა ჩამოაგდეს საკუთარი თვითმფრინავი - ის ბელბეკის აეროდრომიდან აფრინდა", - წერენ ტელეგრამ-არხები.
მანამდე რეგიონში აფეთქება მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსებმა სევასტოპოლის თავზე საკუთარი გამანადგურებელი სუ-27 ჩამოაგდეს.