ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ გადადგომის შესახებ განაცხადა.
ხუთშაბათს, 28 მარტს კარინში შეხვდა პრემიერ-მინისტრს ევიკა სილინას, რათა განეხილა სიტუაცია ჩარტერული ფრენების გამოყენებასთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტებისთვის, როდესაც ის წინა მთავრობას ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის შემდეგ კარინშიმ მედიასთან მცირე განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ მან სილინას გადადგომის შესახებ აცნობა. მან თქვა, რომ თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს, როცა სეიმი მის გადაყენებას გადაწყვეტს.
კარინში, შესაძლოა, სეიმის წევრმა ზანდა კალნინია-ლუკაშევიცამ, შეცვალოს რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საგარეო საქმეთა სფეროში და მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში საპარლამენტო მდივანი იყო.
23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო. საუბარია კრიშიან კარინშის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩარტერული რეისების ოფიციალურ ვიზიტებში გამოყენებაზე, რომელიც დაკავშირებულია ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან. გავრცელებული ინფორმაციით, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერული რეისით 36-ჯერ ისარგებლა, რაზეც 1.3 მილიონზე მეტი დაიხარჯა.