ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები~ დღეს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტით დაიხურება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საღამოს უწყების ხელმძღვანელი ნიკოლოზ რურუა დაესწრება.
კონცერტი ფრედერიკ შოპენის დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება.
XIII საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით "სა¬ახა¬ლ¬წ¬ლო მუსიკალური შეხვედრები" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 15 დეკემბერს გაიხსნა.
ფესტივალს საფუძველი 1997 წელს, კონსერვატორიის რექტორის მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით ჩაეყარა. იგი ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორი კვირა გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები