უკრაინული მედიის ინფორმაციით, 28 მარტის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რეგიონებს რაკეტებით და 28 შაჰედით შეუტიეს.
რუსეთის ძალებმა იერიში განახორციელეს შავი ზღვის აკვატორიიდან, ყირიმიდან და კურსკიდან.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მიკოლა ოლეშჩუკის ცნობით, მტერი უკრაინას თავს დაესხა სამი ფრთოსანი და საზენიტო მართვადი რაკეტით, გამოიყენა შაჰედის ტიპის 28 დრონი
მისივე ცნობით, უკრაინის დამცველებმა მტრის 26 მოერიშე უპილოტო საფრენი აპარატი ოდესის, ხარკოვის, დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩამოაგდეს.