უკრაინის ცაზე F-16-ის ტიპის გამანადგურებლები ზაფხულის შუა პერიოდში უნდა გამოჩნდნენ, ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თავიდანვე იგეგმებოდა, რომ F-16-ები უკრაინის ცაზე ზაფხულის შუა რიცხვებში გამოჩნდებოდნენ. ამ დროისთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და დამაბნეველი საკითხია, ასე, რომ არასდტოს იცი, როგორ შეიცვლება ყველაფერი. მაგრამ ამ დროისთვის ეს არის გრაფიკი. ჩემი ინფორმაციით, პილოტების მომზადება კარგად მიმდინარეობს“, - განაცხადა კულებამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა უკრაინელი პარტნიორების როლი, რომლებიც ამზადებენ პილოტებს და ინჟინრებს.