რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 143-მდე გაიზარდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაღუპულთა სია გამოაქვეყნა.
როგორც საგამოძიებო კომიტეტმა ოთხშაბათს განაცხადა, უკვე იდენტიფიცირებულია 84 მსხვერპლის ცხედარი. მათ შორის ხუთი 9-დან 16 წლამდე ბავშვია.
22 მარტის ღამეს მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.