რუსეთის პატრიარქმა კირილმა, მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების რიგგარეშე ყრილობაზე "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსული ნაციონალიზმი „ბუნებაში არ არსებობს“.
„ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ მოძმე ხალხები, რომლებთანაც ყოველთვის ვცდილობდით კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ პატივისცემა ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის მიმართ, ვინც რუსეთში ჩამოდის ამ ქვეყნებიდან“, - თქვა კირილმა.
მან აღნიშნა, რომ არ არის საჭირო "რუსული ნაციონალიზმით დაშინება", რადგან ის "არ არსებობს".
„ნურავინ გვაშინებს რუსული ნაციონალიზმით. რუსული ნაციონალიზმი ბუნებაში არ არსებობს, ეს ყველამ იცის. მაგრამ საუბარი რუსი ხალხის მნიშვნელობასა და როლზე ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის შენარჩუნებაში - ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ჩვენ ასევე უნდა შევეხოთ“, - განაცხადა მან.
„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტზე საუბრისას, პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ რუსეთის მტრები ცდილობენ ქვეყანაში ორი ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლების დაპირისპირებას.
„ჩვენ ეს მშვენივრად გვესმის, როდესაც ვუყურებთ "კროკუს სითი ჰოლში' ჩადენილი ბოროტმოქმედების უშუალო შემსრულებლებს, რუსეთის არაკეთილმოსურნეები ცდილობდენ ისარგებლონ მიგრაციული სიტუაციასთან დაკავშირებული შიდა პრობლემებით და გაამწვავონ ქვეყანაში ეთნიკურ ურთიერთობები, მათ შორის რადიკალური ისლამისტური ფაქტორის დახმარებით“, - განაცხადა პატრიარქმა.