რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 27 მარტს ნაშუადღევს ხარკოვი დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
„დარტყმა განხორციელდა ხარკოვის მიკრორიონში საცხოვრებელ კორპუსებზე. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ეს უკრაინლების წინააღმდეგ მორიგი სისხლიანი აქტია“, - განაცხადა ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა.
მოგვიანებით, ტერხოცმა დააზუსტა, რომ დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დაღუპულია ერთი მოქალაქე.