27 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9337 ლარი გახდა.
0.34 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4215 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.40 თეთრი შეადგინა.