კახელ ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო კოდექსი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს.
"ჩვენ გადავდივართ თვისობრივად ახალ პრინციპებზე საგადასახადო სისტემისა და ბიზნესის ურთიერთობების კუთხით და ამ საქმეში მნიშვნელოვანია ჩვენ პირველი ხელიდან მივიღოთ ინფორმაცია იმ პრობლემების და ხარვეზების შესახებ, რომელიც ამ ურთიერთობებში არსებობს", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ცისკარიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები რეგიონებში მოღვაწე ბიზნესმენებთან საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შევა.