კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპული თასის საგზური მას შემდეგ, რაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მოხარული ვარ ქართველი მეგობრებისთვის. გილოცავ, საქართველო“, - წერს ხავიერ კოლომინა.
საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და პენალტების სერიაში დაამარცხა.