გამოცემა Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის ზოგიერთი წევრი არ ეთანხმება მის მოსაზრებას უკრაინის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმაში.
პუტინთან დაახლოებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ამის მიუხედავად, რუსეთის ლიდერი ცდილობს გამოიყენოს ტერორისტული თავდასხმა უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო რუსების გაერთიანებისათვის.
გარდა ამისა, Bloomberg-ის ცნობით, კრემლის ოფიციალური პირები შოკში იყვნენ უშიშროების სამსახურის უუნარობით, რომელმაც ვერ შეძლო აღეკვეთა მოქალაქეეზე თავდასხმა.
Bloomberg-ის ცნობით, პუტინმა უკრაინის დადანაშაულება შესაძლოა, გამოიყენოს რუსეთში მობილიზაციის მორიგი ტალღის გამოცხადებისთვის.