ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ პრაღის ხელმძღვანელობით უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შესყიდვის ინიციატივა შედეგიანია. იუწყება Bloomberg
მისი თქმით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინის არმიამ შესაძლოა, ორჯერ მეტი, 1,5 მილიონი ჭურვი მიიღოს
ლიპავსკის თქმით, ჩეხეთის ინიციატივა თავისთავად არ იქნება საკმარისი უკრაინის მხარდასაჭერად და პირველი მიწოდების დაფინანსება საჭიროა მანამდე, ვიდრე ტვირთს გაგზავნიან.
„როგორც ვხედავთ, ეს უკვე ეხმარება უკრაინას უკეთ ბრძოლაში, რადგან მათ იციან, რომ ექნებათ ახალი საბრძოლო მასალა და ამან შეცვალა მათი დამოკიდებულება არსებული მარაგების გამოყენების მიმართ“, - განაცხადა ლიპავსკიმ.
ამავდროულად, მან კომენტარი არ გააკეთიმაზე, თუ რამდენი დრო დასჭირდება ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალის მიწოდებას.
მანამდე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ცდილობენ უკრაინას საბრძოლო მასალა რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ.