კახეთში საახალწლო ნობათების დარიგება გრძელდება. სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები და ინვალიდები
საახალწლოდ სურსათს, ტკბილეულსა და ფულად თანხას მიიღებენ.
დღეს საახალწლო ნობათები თელავში, ნემსაძეების, ლაზარიაშვილებისა და კობაიძეების ოჯახში, კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილი პირადად მიიტანა.
საახალწლო საჩუქრები უკვე გაიცა დედოფლისწყაროს, ყვარლის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. სიღნაღის მუნიციპალიტეტში საჩუქრები ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლებსაც გადაეცათ.
"ეს არის არამარტო საახალწლო საჩუქარი, არამედ მოქალაქეების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის გამოვლენაც,"- აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა.
საახალწლო საჩუქარს კახეთში ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს.