"ჰამასმა' შუამავლებს აცნობა, რომ რჩება თავდაპირველ პოზიციაზე და მოითხოვს ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას, რაც ითვალისწინებს ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის სექტორიდან, დევნილი პალესტინელების დაბრუნებას და ტყვეთა "ნამდვილ" გაცვლას. იუწყება The Times of Israel
„ისრაელმა არ უპასუხა ჩვენი ხალხის და ჩვენი წინააღმდეგობის (ჰამასის) არცერთ ძირითად მოთხოვნას: ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა, ღაზის სექტორიდან ძალების გაყვანა, დევნილთა დაბრუნება და ტყვეთა რეალური გაცვლა“, - განაცხადა ჰამასმა.
"ჰამასმა“ მარტის შუა რიცხვებში შუამავლებსა და აშშ-ს წარუდგინა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც მოიცავდა ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას პალესტინელი პატიმრების თავისუფლების სანაცვლოდ, რომელთაგან 100 სამუდამო პატიმრობას იხდის.
ისრაელმა უარყო მოთხოვნა, რადგან მისი თქმით, ის ეფუძნებოდა „არარეალურ მოთხოვნებს“ დაგანაცხადა, რომ მისი სამხედრო კამპანია ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურების მიზნით განახლდება ზავისა და მძევლების გაცვლის შეთანხმების შესრულების შემდეგ.