ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის პუტინის დამარცხების აუცილებლობის შესახებ კონსენსუსი ფართოვდება.
„ვფიქრობ, ფართოვდება იმის გააზრება, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსეთი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ტრაგიკული ისტორია გაგრძელდება, მე ვერ ვხედავ ლიდერებს, რომლებსაც სურთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დარეკვა უკრაინის საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენ არ გვყავს არცერთი ლიდერი, რომელიც ჯერ კიდევ ენდობა პუტინს“, – განაცხადა ნაუსედამ და აღნიშნა, რომ რუსეთი ემუქრება და გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპის ყველა დემოკრატიულ სისტემას.