ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, მაგრამ ჩვენ გვანტერესებს ვინ არის დამკვეთი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "კროკუს სითი ჰოლზე" მოწყობილ ტერაქტთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, მათ, ვინც ამ ტერაქტს გეგმავდნენ, რუსულ საზოგადოებაში პანიკისა დათესვა სურდათ.
„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს. ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის დამკვეთი. ერთი რამ ცხადია - ეს არის დაშინების აქტი. და მაშინვე ჩნდება კითხვა, ვის აწყობდა ეს?
ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს თავისი სატელიტები და სხვა ქვეყნები, რომ მოსკოვის ტერაქტში თითქოს არ არსებობს კიევის კვალი, რომ სისხლიანი ტერაქტი "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.
ჩვენი უნდა მივიღოთ პასუხები შეკითხვებზე. მაგალითად: ნამდვილად აინტერესებდათ თუ არა რადიკალებს, მეტიც, ტერორისტული იდეოლოგიის ისლამურ ორგანიზაციებს მიეტანათ დარტყმა რუსეთზე, რომელიც დღეს აღმოსავლეთში გამწვავებული კონფლიქტის სამართლიან გადაჭრას ემხრობა?" – თქვა პუტინმა.
პუტინის მტკიცებით, "კროკუს სითი ჰოლში" მოწყობილი ტერაქტი აწყობდათ მათ, "ვინც 2014 წლიდან ნეონაცისტური რეჟიმის ხელით ებრძვის" რუსეთს. პუტინის მტკიცებით, მათ ეს განსაკუთრებით იმიტომ აწყობდათ, რომ უკრაინის კონტრიერიში ჩაიშალა.
"ეს ბოროტმოქმედება შეიძლება იყოს მხოლოდ რგოლი მათი მცდელობების მთელი სერიიდან, ვინც 2014 წლიდან ჩვენს ქვეყანას ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით ებრძვის. ნაცისტებს კი, როგორც კარგადაა ცნობილი, არასდროს რცხვენოდათ თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენების. განსაკუთრებით დღეს, როცა მათი რეკლამირებული კონტრშეტევა სრულიად ჩაიშალა. რატომ ცდილობდნენ ტერორისტები უკრაინაში გაქცევას? ვინ ელოდა მათ იქ? გასაგებია, რომ მათ, ვინც კიევის რეჟიმს უჭერს მხარს, არ უნდათ იყვნენ ტერორიზმის სპონსორები. მაგრამ ბევრი კითხვაა." – თქვა პუტინმა.