გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
აშშ-მა შეცვალა საკუთარი პოზიცია, თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო. მანამდე აშშ ბლოკავდა ნებისმიერ დოკუმენტს, რომელშიც ტერმინი „ცეცხლის შეწყვეტა“ იყო ნახსენები.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა. დოკუმენტში ჩაწერილია მოწოდება, რომ ღაზის სექტორში ცეცხლი შეწყდეს მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის პერიოდში. რამადანის დასრულებამდე ორი კვირაა დარჩენილი.