აზერბაიჯანში გამოააშკარავეს პირები, რომლებიც ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია რუსეთის ქალაქ მურმანსკში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქე, ბაჰრუზ ასკეროვი, რომელიც სხვა პირებთან ერთად ა ტერაქტებს გეგმავდ.
გამოძიების მიხედვით, ასკეროვი აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებთან საიდუმლო კავშირს ამყარებდა და აძლევდა განკარგულებებს, რათა აზერბაიჯანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლენქორანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურზე თავდასხმა მოეწყოთ. ასევე, ბაჰრუზ ასკეროვმა დაავალა მოკავშირეებს, შეთქმულება მოეწყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა.
ამას გარდა, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დაკავებული პირი გეგმავდა, სხვადასხვა პირის სამხედრო მომზადება ჩაეტარებინა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. უწყები სცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.