უნგრეთში, რბოლისას ავტომობილი მაყურებელთა ჯგუფს დაეჯახა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
უბედური შემთხვევა უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთში, მდინარე დუნაის მახლობლად ქალაქ ლაბატლანსა და ბაიოტს შორის რბოლის დროს მოხდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მღოლი ვერ იმორჩილებს საჭეს და რბოლის საყურებლად შეკრებილ მაყურებლებს ეჯახება.
მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო ექვსმა მათ შორის ერთმა ბავშვმა, მცირე დაზიანებები მიიღო.
მომხდარის გამო ავტორბოლა შეწყდა.