მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი ადრიან ეფროსი აცხადებს, რომ რუსეთს უარი არ უთქვამს მოლდოვის ხელში ჩაგდების განზრახვაზე, თუმცა ქვეყნისთვის სამხედრო საფრთხის ნიშნები ამ ეტაპზე არ შეინიშნება.
”ჩვენ ვიმყოფებით სრულმასშტაბიანი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში. და ის გაძლიერდა უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ. უკრაინის ჯარები აკავებენ შეტევას, ამიტომ რუსეთის ფედერაციამ შეცვალა ტაქტიკა, მაგრამ უარი არ უთქვამს თავის განზრახვაზე მოლდოვა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მოლდოვა ხედავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს, სხვადასხვა პარტიების უკანონო დაფინანსებას და ამომრჩევლის შესყიდვის მცდელობებს. ამავე დროს, ეფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვას სამხედრო შეჭრა ამჟამად არ ემუქრება.
"არ არსებობს სამხედრო საფრთხის ნიშნები. დიახ, არის ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა, მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს მშვიდად და ენდოს ხელისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს", - თქვა მან.
ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განცხადებები კიშინიოვის კრიზისთან გამკლავების უუნარობის შესახებ ასევე შეიძლება მიეწეროს ჰიბრიდული ომის ელემენტებს.