გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მძიმეწონოსანთა ფინალში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი, უშანგი კოკაური იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.
ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საბა ინანეიშვილი (+100 კგ). საერთო ჯამში თბილისის გრანდ სლმეზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ) გახდნენ. ჩვენმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.