24 მარტის ღამეს, უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას, ერთ-ერთმა რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს.
პოლონური მხარის განცხადებით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ლუბლინის რაიონში და იქ იყო 39 წამი დაჰყო.
სარდლობის ინფორმაციით, რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დილის 4:23 საათზე შეიჭრა.
გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 25 რაკეტიდან 18 ჩამოაგდო.